თავში

აჭარაში კორონავირუსზე 116 ადამიანის ტესტის პასუხი ცნობილია

აჭარაში კორონავირუსზე 116 ადამიანის ტესტის პასუხი ცნობილია
აჭარაში კორონავირუსზე 116 ადამიანის ტესტის პასუხი ცნობილია

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსზე გასულ დღე-ღამეში 116 პირი გამოიკვლიეს და COVID-19 არც ერთს აღმოაჩნდა. 

როგორც ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არ ნიშნავს, რომ მომდევნო დღეებში ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით, ახალი შემთხვევები არ გამოვლინდება.

''გუშინ ყველა სამედიცინო დაწესებულებიდან, საკარანტინო ზონიდან, ამ დაავადებულ ქალთან და მის ოჯახის წევრებთან კონტაქტში მყოფი პირებიდან შევიდა 116 ნიმუში და ყველა პასუხი უარყოფითია. გუშინ ქობულეთიდან ჩვენ აღვრიცხეთ ჯამურად 108 კონტაქტირებული პირი. აქ მხოლოდ ერთი ქალის კონტაქტზე არ ვსაუბრობთ, არის პირველი პაციენტი და მასთან კონტაქტში მყოფი 5 დადასტურებული შემთხვევა, ვეძებთ ექვსივე პირის შემხებლობას სხვა ადამიანებთან", - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, ქობულეთის კლასტერთან გამოვლენილი 108 პირი იზოლაციაში იმყოფება. 

,,ისინი რჩებიან მეთვალყურეობის ქვეშ, ნაწლი არის კარანტინში, ნაწილი თვითიზოლაციაში და მათი ყოველდღიური ჯანმრთელობის მონიტორინგი ხორციელდება“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარაში 8 აპრილს კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა - ისინი 7 აპრილს, ინფიცირებული ქალის ოჯახის წევრები და ახლობლები არიან. 

დღეს დილით, საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რიცხვი 214-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსი 50-მა პაციენტმა დაამარცხა.

კარანტინის რეჟიმში - 4722, ხოლო, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 408 ადამიანი იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system