თავში

ისე მეშინია ამ შეხვედრის, 4 წელია არ მინახავს - ნინო დარასელი

ისე მეშინია ამ შეხვედრის, 4 წელია არ მინახავს - ნინო დარასელი
ისე მეშინია ამ შეხვედრის, 4 წელია არ მინახავს - ნინო დარასელი

რუსუდან კერვალიშვილი საპატიმროს მალე დატოვებს. მისი ქალიშვილი, ცნობილი ჟურნალისტი, ნინო დარასელი დედის ნახვისა და მასთან შეხვედრის მოლოდინზე საუბრობს. 

ნინო დარასელს დედა, რუსუდან კერვალიშვილი და დეიდა, მაია რჩეულიშვილი, 4 წელია არ უნახავს. როგორც ჟურნალისტი ამბობს, დედის და დეიდის ნახვა გისოსებს მიღმა მისთვის ძალიან რთული იქნებოდა. 

„ძალიან მოულოდნელი იყო რუსოს ჩვენთან აღარ ყოფნა და ახლა ეს დაბრუნება, ბუნებრივია, რადგან სრული დრო გავიდა. ინფორმაცია ისე გამოქვეყნდა, თითქოს შეწყალება მიიღო. სინამდვილეში ვადა ამოიწურა – ოთხი წლის წინაც ეს თარიღი ვიცოდით.

იმდენად მეშინია ამ შეხვედრის, იმდენად დიდი ემოცია მაკავშირებს რუსოს დაბრუნებასთან, ამაზე ვერც კი ვფიქრობ. ჩემს ცხოვრებაში რუსოსა და მაიას დაბრუნება უდიდესი ემოცია იქნება. თან, სულ მეშინია და ვფიქრობ ხოლმე, ხომ ყველაფერი კარგად იქნება და ნამდვილად დაბრუნდებიან?!

ოთხი წლის განმავლობაში არც ერთხელ მინახავს. ორჯერ კლინიკაში გამოსული დავინახე შორიდან. მართალი გითხრათ, არც მქონია იქ ნახვის სურვილი. არ მინდოდა, იმ რეალობაში დამენახა. ვაპროტესტებ იმას, რაც მოხდა, ასე გადავწყვიტე. მისი სურვილიც იყო. არ უნდოდა, იმ სიტუაციაში გვენახა…“ - ამბობს ნინო დარასაელი "თბილისელებთან". 

ცნობისთვის, 31 მარტს რუსუდან კერვალიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს. "ცენტრ პოინტის" ერთერთმა დამფუძნებელმა 4-წლიანი სასჯელი უკვე მოიხადა.

თაღლითობისა და თანხების მითვისების ბრალდებით სასჯელს იხდის კომპანიის დამფუძნებელი, მაია რჩეულიშვილიც, რომელსაც ციხეში ყოფნის კიდევ 3 წლიანი ვადა დარჩა, თუმცა, როგორც ნობილია, მასთან საპროცესო შეთანხმებაზე მუშობა მიმდინარეობს.

იმ შემთხვევაში თუ საპროცესო შეთანხმება არ შედგება, რჩეულიშვილს ამნისტიის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები მაინც ეხება და სავარაუდოდ, ციხეს ისიც მალე დატოვებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system