თავში

"ისე მრცხვენია, ვერ წარმოიდგენთ..." - თინა ხიდაშელი

"ისე მრცხვენია, ვერ წარმოიდგენთ..." - თინა ხიდაშელი
ისე მრცხვენია, ვერ წარმოიდგენთ... - თინა ხიდაშელი

თინა ხიდაშელი, რომელიც რამდენიმე თვის წინ კოვიდით დაინფიცირდა და მისი მდგომარეობა პოსკოვიდური სინდრომით დამძიმდა, ამბობს, რომ უცხო ადამიანებისგან ათასობით წერილი მიიღო, რომელიც 2 კვირის წინ აღმოაჩინა. 

მისი თქმით, გულშემატკივრებისგან მიღებული შეტყობინებები მისთვის ცხოვრების გაგრძელების მოტივაციაა.

"არ ვიცოდი, რომ "ფეისბუქის" მესინჯერს ჰქონია ნაწილი, სადაც მოდის მესიჯები არამეგობრების. ისე მრცხვენია ვერ წარმოიდგენთ, 2 კვირის წინ აღმოვაჩინე 5 თვის განმავლობაში გამოგზავნილი რამდენიმე ათეული ათასი მესიჯი, იცით როგორი გზავნილები? ბევრ ათას ადამიანს ქეჩოთი ვეჭირე და იმ უფსკრულიდან მათრევდა. იმ დღეს დამთავრდა ჩემი ავადმყოფობა, მივხვდი, რომ რაღაც გაგებით, ტყუილად არ მიცხოვრია და ცხოვრება უნდა გავაგრძელო," - ამბობს თინა ხიდაშელი გადაცემა "ექიმებში".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system