თავში

"ისეთი მახინჯი კანონი გვაქვს ქვეყანაში... იბრაწე მწვადივით შენს ოთახში" - თამარ ივერი

"ისეთი მახინჯი კანონი გვაქვს ქვეყანაში... იბრაწე მწვადივით შენს ოთახში" - თამარ ივერი
ისეთი მახინჯი კანონი გვაქვს ქვეყანაში... იბრაწე მწვადივით შენს ოთახში - თამარ ივერი

26 ნოემბერს თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ხანდზმულის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოქალაქე რატი სარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მეზობლებმა 112-თან დაკავშირება 1 საათის განმავლობაში ვერ შეძლეს, ხოლო, როცა სახანძრო მოვიდა, უკვე დაგვიანებული იყო. 

"დღეს დილით თბილისში 2 ადამიანი გარდაიცვალა ხანძრით, მეზობლები 1 საათის განმავლობაში რეკავდნენ 112-ში უშედეგოთ, და ბოლოს როცა 112-ში უპასუხეს ტელეფონს და 112-მა სახანძროს გადასცა უკვე ყველაფერი გვიანი იყო...

P.s. როგორ იყო ადრე როცა პირდაპირ ვრეკავდით სახანძროში, სასწრაფოში, პოლიციაში, რაში გვაჭრიან ყოველ თვე 112-ის საფასურს? " - დაწერა სოციალური ქსელის მომხმარებელმა, რომელიც სავარაუდოდ ხანძარს შეესწრო. 

აღნიშნული პოსტი ცნობილმა სოპრანომ, თამარ ივერმა გააზიარა და თქვა, რომ მახინჯია კანონი, რომელიც პირდაპირ პასუხისმგებელ ორგანოსთან დაკავშირების საშუალებას არ იძლევა. 

"ისეთი მახინჯი კანონი გვაქვს ქვეყანაში.... სახანძროს მოპირდაპირე მხარეს რომ ცხოვრობდე და მთელ კორპუსს ცეცხლი ეკიდებოდეს.... სანამ 112ზე არ დარეკავ...1საათი არ დაელოდები ოპერატორთან გასაუბრებას, სანამ ისინი დაუკავშირდებიან და ოფიციალურად არ გამოაგზავნიან ცხვირწინ მყოფ ბრიგადას... მანამ იბრაწე მწვადივით შენს ოთახში" - დაწერა ივერმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system