თავში

ისრაელში, ქართულ საკვირაო სკოლაში სწავლა განახლდა

ისრაელში, ქართულ საკვირაო სკოლაში სწავლა განახლდა
ისრაელში, ქართულ საკვირაო სკოლაში სწავლა განახლდა

ისრაელში, საქართველოს საკონსულოს ძლისხმევით, ქ. ლოდის პირველ ქართულ საკვირაო სკოლაში „მამული“, ახალი სასწავლო წელი განახლებულ შენობაში დაიწყო. 

სწავლის დაწყება „მამულის“ მოსწავლეებს სკოლის ადმინისტრაციასთან და მხარდამჭერებთან ერთად, ისრაელში საქართველოს კონსულმა, დავით ჩაჩავამ და ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელმა, ანზორ ერქომაიშვილმა მიულოცა.

ქართული საკვირაო სკოლა „მამული“ 2018 წლიდან, დიასპორული ორგანიზაციის - „მამული“ ბაზაზე მოქმედებს და იგი ქ. ლოდში, საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილ „ქართულ სახლშია“ განთავსებული.

სკოლაში, ბავშვებს შესაძლებლობა აქვსთ შეისწავლონ ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, კულტურა და მუსიკა. საკვირაო სკოლაში ასევე გახსნილია ქართული წიგნის კუთხე.

2019 სასწავლო წელს, სკოლას ისრაელის სხვადასხვა ქალაქებიდან კიდევ ათამდე ახალი მოსწავლე შეემატა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system