თავში

მზადება აქციისთვის - ფოტოკოლაჟი

მზადება აქციისთვის - ფოტოკოლაჟი
მზადება აქციისთვის - ფოტოკოლაჟი

რუსთაველის გამზირზე აქციისთვის ემზადებიან. სამოქალაქო აქტივისტებმა სოციალური დისტანციის დასაცავად ტერიტორიაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით სტიკერები დააკრეს.

უკვე მომზადდა სცენა სიტყვით გამომსვლელებისთვის. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, აქციაზე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს დაიცავენ.

აქციაზე სავალდებულოა პირბადის გამოყენება. ადგილზე მათ მიტანილი აქვთ სადეზინფექციო საშუალებები. რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის უკვე გადაკეტილია.

აქცია სახელწოდებით "ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ" 19:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, აქციები თბილისში 2019 წლის 20 ივნისს დაიწყო. საზოგადოების პროტესტი თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სკამის დაკავებას მოჰყვა.

20 ივნისს, გვიან ღამით სამართალდამცველებმა აქციის დაშლა დაიწყეს. ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით, სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ იყო გამოყენებული არაპროპორციული საპოლიციო ძალა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე 240 ადამიანი დაშავდა, აქედან 129 აქციის მონაწილე, 31 ჟურნალისტი და 80 პოლიციელი. ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა. 21 ივნისს თანამდებობა დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. ხოლო ასამბლეის საქართველოში ჩატარების ინიციატორმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მანდატზე უარი თქვა.

საპროტესტო აქციები თბილისში მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა. აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system