თავში

ISUZU-ს მარკის ავტობუსები ახალი მარშრუტებზე იმოძრავებენ

ISUZU-ს მარკის ავტობუსები ახალი მარშრუტებზე იმოძრავებენ
ISUZU-ს მარკის ავტობუსები ახალი მარშრუტებზე იმოძრავებენ

ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები დამატებით, ახალ მარშრუტებზე გავიდა. EURO 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები დღეიდან N4, 10, 42 და 103 მარშრუტებზე იმოძრავებენ. ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლება თბილისის მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლების პროექტის მიხედვით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 220 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსი შეისყიდა. ახალი ავტობუსები უკვე მოძრაობენ N28, 34, 56, 66 და 78 მარშრუტებზე. უახლოეს დღეებში მათ ასევე დაემატება N108 მარშრუტიც.

ახალი ISUZU-ს მარკის ავტობუსი გათვლილია 53 მგზავრზე, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ავტობუსში განთავსებულია, როგორც wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi -ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა და უსბ დამტენები. უახლოეს დღეებში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.

პროექტის მთლიანი ღირებულება შეადგენს 64 790 000 ლარს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system