თავში

იტალიაში საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს აფრთხილებს

იტალიაში საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს აფრთხილებს
იტალიაში საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იტალიაში იმყოფებიან, საქართველოს საელჩო მოუწოდებს, რომ გაითვალისწინონ ქვეყნის მთავრობის მიერ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები. ამის შესახებ განცხადებას საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

„კორონა ვირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს იტალიაში და განსაკუთრებით კი მის 5 რეგიონში (ლომბარდია, ვენეტო, პიემონტე, ემილია რომანია და ლაციო) მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის მიერ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები, განსაკუთრებული საჭიროების გარდა თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და დაიცვან ჰიგიენური წესები.

კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ პორტალზე.

http://www.salute.gov.it/nuovocoronavirus ან იტალიის სამოქალაქო დაცვის ვებ-გვერდზე http://www.protezionecivile.gov.it/home

ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1500, ან საქართველოს საკონსულოს ცხელ ხაზზე - 333 8879123“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system