თავში

იტალიიდან სპეც-რეისით საქართველოს მოქალაქეებს დღეს ჩამოიყვანენ

იტალიიდან სპეც-რეისით საქართველოს მოქალაქეებს დღეს ჩამოიყვანენ
იტალიიდან სპეც-რეისით საქართველოს მოქალაქეებს დღეს ჩამოიყვანენ

საქართველოს მოქალაქეები იტალიიდან თბილისში დღეს სპეც-რეისით დაბრუნდებიან. საუბარი იმ ადამიანებზეა, ვისაც ქვეყნებს შორის ფრენების გაუქმების გამო რეისები გადაედოთ. მათ მგზავრობას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს. ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს. 

მგზავრები ახალი კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქვეყნიდან საქართველომდე ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი პროტოკოლის გათვალისწინებით ჩამოვლენ. იტალიაში საქართველოს საელჩოს ცნობით, მუდმივ კავშირზე არიან მოქალაქეებთან. ისინი უზრუნველყოფილნი არიან პირველადი საჭიროების ნივთებით. სპეც-რეისის მზგავრები რომში შეიკრიბებიან. სწორედ აქედან გამოემგზავრებიან ისინი საქართველოში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი აცხადებს, რომ იტალიიდან ჩამოსული მოქალაქეები ქვეყანაში ჩამოსვლისთანავე შემოწმდებიან.

საქართველოს საელჩომ, იტალიის მხარის თანაორგანიზებით, უზრუნველყო შესაბამისი ნებართვები და დერეფნები ამ ადამიანებისთვის, ნაწილი მათგანი უკვე არის რომში, მეორე ნაწილი მიემგზავრება რომის მიმართულებით და უახლოეს მომავალში, როგორც აღვნიშნეთ, გადმოყვანილი იქნებიან იტალიის რესპუბლიკიდან საქართველოში შესაბამისი პროტოკოლის დაცვით და ეს ადამიანები შემოწმდებიან საქართველოში ჩამოსვლისთანავე“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

ახალი კორონავირუსის გამო, იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე კარანტინი დაწესდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system