თავში

იტალიურ ეზოში ძაღლმა ქალი დაგლიჯა

იტალიურ ეზოში ძაღლმა ქალი დაგლიჯა
იტალიურ ეზოში ძაღლმა ქალი დაგლიჯა

თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, იტალიურ ეზოში, 67 წლის ქალს ძაღლი თავს დაესხა. დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. 

შემთხვევა გუშინ ღამით, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. 

"კურიერის" მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ესხმის მეზობლის ძაღლი შუა ხნის ქალს თავს. დაახლოებით 3 წუთის მანძილზე მეზობლები და ირგვლივ მყოფი ადამიანები სხვადასხვა მეთოდითა და ბლაგვი საგნების გამოყენებით, უშედეგოდ ცდილობდნენ მის დახმარებას. მეზობლებმა ძაღლის დამორჩლება ვერ შეძლეს. საბოლოოდ, სიტუაციის განმუხტვა მამაკცმა მოახერხა, რომელიც აღნიშნულ ეზოში ხმაურის გამო მივიდა. მამაცი შეიარაღებული იყო და მან ჯერ ჰაერში, შემდეგ კი ფასადების მიმართულებით გაისროლა, რაზეც კვლავ არ ჰქონდა ძაღლს რეაქცია, რის შემდეგაც მამაკაცმა ძაღლს დამიზნებით ესროლა. ძაღლი მხოლოდ ამის შემდეგ მოშორდა ქალს. 

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ძაღლი ადრე მხოლოდ ცხოველების მიმართ იყო აგრესიული, ხოლო ადამიანების მიმართ, მსგავსი შემთხვევა არ ახსენდებათ. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ქალი იხსენებს, თუ როგორ დაგლიჯა აღნიშნულმა ძაღლმა ერთ-ერთი მეზობლის ჰასკი.

ძაღლის მეპატრონის ოჯახის მეგობარი კი აცხადებს, რომ 3 წლის პიტბულს არასდროს არავისთვის არ უკბენია. მისივე თქმით, შემთხვევის შემდეგ ძაღლი დააძინეს.

დაშავებული ქალის ოჯახის წევრები პოლიციაში მისვლას და ჩივილს გეგმავენ, რადგან მათი თქმით, მეპატრონემ არ მიიღო უსაფრთხოების ზომები. 

რაც შეეხება მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქალს, პაციენტს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 67 წლის ქალს ძაღლის კბენის შედეგად მიყენებული ჭრილობები თავისა და სახის მიდამოში აქვს, ასევე გულ-მკერდის, ქვედა კიდურებსა და მუცლის არეში.

"ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ფასდება მძიმედ, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, ჰემოდინამიკა არის არასტაბილური, უტარდება ყველა ის ღონისძიება რაც საჭიროა.

ყველაზე დიდი ჭრილობა, რომელიც ქალბატონს მიყენებული აქვს კბენის შედეგად ეს არის თავი და სახის მიდამო, სადაც ჩატარდა ყბა-სახის ქირურგების მიერ ოპერაცია. ასევე არის მუცლის ჭრილობაც, მაგრამ მუცლის ღრუ ამ დაზიანების გარეშეა. ორივე ქვემო კიდურზე არის მიღებული ჭრილობა. ერთადერთი ყველაზე მძიმე კატეგორიად ფასდება, როდესაც არის თავ-კისრის არეში მიყენებული ჭრილობა. ჩატარდა ოპერაცია, აღდგენილ იქნა ქსოვილი, ვნახოთ როგორ წავა მდგომარეობა," - აღნიშნა თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system