თავში

იცით რამ შეუწყო ხელი აჭარაში ამ დიდ აფეთქებას? - გამყრელიძე

იცით რამ შეუწყო ხელი აჭარაში ამ დიდ აფეთქებას? - გამყრელიძე
იცით რამ შეუწყო ხელი აჭარაში ამ დიდ აფეთქებას? - გამყრელიძე

„სამწუხაროდ, კარგა ხანი ვეღარ გვექნება 20-50-100 კაციანი სუფრები. რამ შეუწყო ხელი იცით ამ დიდ აფეთქებას რაც აჭარიდან წამოვიდა ზაფხულში? დავასახელებთ როცა დრო მოვა. ერთდროულად ცხრა 400-კაციანი ქორწილი გაიმართა, ამდენი დღესასწაულები, მოვეშვით და ვთქვით, რომ გავიმარჯვეთ. არ გაგვიმარჯვია და სულ ამას ვსაუბრობდით ივლის-აგვისტოში“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “TV პირველის” ეთერში, გადაცემა “პირველი ხაზისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა

კითხვაზე გამარჯვების ილუზიის გაჩენას სახელმწიფომაც ხომ არ შეუწყო ხელი, გამყრელიძე პასუხობს:

„მეც სახელმწიფო ინსტიტუტი ვარ, როდისმე ჩემგან დამამშვიდებელი სიტყვა გაგიგიათ? მე მითქვამს ოდესმე, რომ გავიმარჯვეთ? მე ყოველთვის მოგიწოდებდით და ახლაც მოგიწოდებთ – მშვიდად არ უნდა ვიყოთ“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system