თავში

"იცით, რატომ მომრავლდა ბანკომატებში 200-ლარიანი ტკიცინა კუპიურები?" - ოთო აბესაძე

"იცით, რატომ მომრავლდა ბანკომატებში 200-ლარიანი ტკიცინა კუპიურები?" - ოთო აბესაძე
იცით, რატომ მომრავლდა ბანკომატებში 200-ლარიანი ტკიცინა კუპიურები? - ოთო აბესაძე

"კავკასიის უნივერსიტეტის" პროფესორი ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და განმარტავს, რატომ მომრავლდა ქვეყანაში ახალი კუპიურები. 

"ბანკომატიდან ფული რომ გამოგაქვთ აკვირდებით, რომ მომრავლდა 200 ლარიანი კუპიურები?

იმას თუ აკვირდებით, რომ ამ ბოლო დროს “ტკიცინა” ფულები გხვდებათ ხელში?

აი ამიტომ ძვირდება ყველაფერი. ბეჭდავენ ბევრ ფულს და ეს “პოლიგრაფია” იწვევს ინფლაციას. ამ წუთისთვის ინფლაციის მაჩვენებლით მსოფლიოში 15 ადგილს ვიკავებთ. ჩამოგითვლით მოწინავე 14 ქვეყანას: 1. Venezuela

2. Sudan

3. Lebanon

4. Syria

5. Suriname

6. Zimbabwe

7. Argentina

8. Iran

9. Ethiopia

10. Angola

11. Turkey

12. Zambia

13. Niggeria

14. Guinea

15. G E O R G I A

 P.S. მიუხედავან თურქეთის ამ სიაში ყოფნისა მათ გადასახადების შემცირების ხარჯზე მოახერხეს ფასების კონტროლი. მაგალითად დღეს თურქეთში ბენზინი 2.76 ლარი ღირს 1 ლიტრი.

ცნობისათვის ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში 1 ლიტრი საწვავი მინიმუმ 1 ლარით იაფი ღირდა თურქეთზე" - წერს ოთო აბესაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system