თავში

იცით რატომ შესძულდა იმ არაკაცს 13 წლის გოგო? - ბაია პატარაია

იცით რატომ შესძულდა იმ არაკაცს 13 წლის გოგო? - ბაია პატარაია
იცით რატომ შესძულდა იმ არაკაცს 13 წლის გოგო? - ბაია პატარაია

ქალთა უფლებათამცველი და ორგანიზაცია "საფარის" დამფუძნებელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში, 14 წლის გარდაცვლილი მოზარდის ბიძის კომენტარს ეხმაურება: 

"გინდა გითხრათ, რატომ შესძულდა ამ არაკაცს 13 წლის გოგო?! იმიტომ რომ ჩაიჯვა! შეეშინდა მოძალადის და იმის ოჯახის, ამიტომ გადაწყვიტა მოძალადე კი არ შესძულებოდა, არამედ პატარა და უმწეო ბავშვი, რადგან პატარა გოგონას დაჩაგვრა, ცემა და მოკვლა ადვილია და სხვა, 24 წლის კაცის და მისი ნათესაობის დაჯაბვნა - ძნელია. ამიტომაც ადგა და გაანადგურა პატარა და დაუცველი და ახლა ჰგონიათ ამას და სხვა სირკაცებს, რომ "ღირსება აღიდგინეს". სად გაქვთ ღირსება, თქვე ქვეშაჯვია არაკაცებო, ან როდის გქონდათ? ერთი გაფხორილი, უტვინო, კუანა და ბოროტი არსებები ხართ!

კაცია ადამიანი? არა, არ არის"  - წერს პატარაია. 

ცნობისთვის, ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქა­ქუთ­ში გარ­დაც­ვლი­ლი 14 წლის გო­გოს ბიძამ განაცხადა, რაომ ბავშვი შეძულდა

შეგახსენებთ, ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის შესახებ 10 თებერვალს გახდა ცნობილი.

გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა ამბობს, რომ თვითმკვლელობამდე გოგონაზე ორჯერ იძალადეს.

მოზარდის დედის თქმით, მომხდარის შემდეგ გოგოს ბიძები სასტიკად გაუსწორდნენ.

მისი თვითმკვლელობიდან მეორე დღეს პოლიციამ 1997 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა. მას თექვსმეტ წელს მიუღწევლ პირთან სექსუალურ კავშირში ედებოდა ბრალი, რაც 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ახალი ბრალდება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზეც წარუდგინა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 23 წლის ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე დღეს მისი ბაბუაც დააკავეს. მას მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარა და ძალადობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system