თავში

იცით თუ არა რა ინფორმაციას აგროვებს თქვენზე tiktok-ი?

იცით თუ არა რა ინფორმაციას აგროვებს თქვენზე tiktok-ი?
იცით თუ არა რა ინფორმაციას აგროვებს თქვენზე tiktok-ი?

გაქვთ ინფორმაცია, რა მონაცემებს ამუშავებს თქვენი საყვარელი აპლიკაცია TikTok თქვენ შესახებ? სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა TikTok-ის ამჟამინდელი ფუნქციები, აპლიკაციის კონფიდენციალურობის პოლიტიკა და სხვადასხვა ქვეყნის მონაცემთა დაცვის წამყვანი ორგანიზაციების რეკომენდაციები. 

რა მონაცემებს აგროვებს აპლიკაცია ჩვენ შესახებ?

აპლიკაციის კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსხვავებულია მომხმარებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. კერძოდ, არსებობს სამი სახის კონფიდენციალურობის პოლიტიკა - ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები პირებისთვის, ევროპის ეკონომიკურ ზონაში შემავალ ქვეყნებში /შვეიცარიაში მცხოვრები პირებისთვის და სხვა ქვეყნებში მცხოვრები მომხმარებლებისთვის. შესაბამისად, აპლიკაციის იმ მომხმარებლებისთვის, რომელებიც ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, მოქმედებს „სხვა ქვეყნებისთვის“ განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

აპლიკაციისსრულიფუნქციონალისგამოყენებისთვის აუცილებელიამომხმარებლისრეგისტრაცია. აპლიკაციაში რეგისტრაციისას მომხმარებელი გასცემს შემდეგი სახის პერსონალურ მონაცემებს: სახელი, დაბადების თარიღი (როცა ხდება ამ მონაცემის მითითება), ელექტრონული ფოსტის მისამართი ან/და ტელეფონის ნომერი.

რეგისტრაცია შესაძლებელია სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით. თუ მომხმარებელი აპლიკაცია შირეგისტრირება Facebook-ის, Twitter-ის, Instagram-ის ან მსგავსი პლატფორმის გამოყენებით, აპლიკაცია მომხმარებლის თანხმობით, დამატებით იღებს მითითებულ პლატფორმებზე მომხმარებლის პირად გვერდზე არსებული ინფორმაციის ნაწილს. ამასთან, აპლიკაცია აგროვებს ინფორმაციას მომხმარებლების ქცევის (მაგალითად, მომხმარებლის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული შესყიდვების) შესახებ.

Google Play-ში დაფიქსირებული მონაცემებიდან გამომდინარე აპლიკაცია თქვენს მოწყობილობაში ჩაწერისა და მისი გამოყენების დროს მოითხოვს ქვემოთ ჩამოთვლილ მონაცემებზე და მოწყობილობის ფუნქციებზე წვდომას:


მოწყობილობის და აპლიკაციის ისტორია (Device & app history) - აღნიშნული წვდომა აპლიკაციას საშუალებას აძლევს მიიღოს ინფორმაცია მოწყობილობაში ჩაწერილი და მიმდინარედ გააქტიურებული აპლიკაციების/პროგრამების შესახებ. მაგალითად, თუ თქვენს მოწყობილობაში ჩაწერილი გაქვთ Facebook-ის, Viber-ისა და WhatsApp-ის აპლიკაციები და მიმდინარედ გააქტიურებულია ისინი, TikTok-ის აპლიკაციას შეუძლია აღნიშნული ინფორმაციის მიღება. აპლიკაციისთვის მოწყობილობის და აპლიკაციის ისტორიაზე წვდომის გათიშვა შეუძლებელია;


მიკროფონი - აუდიო ჩაწერა (Microphone - record audio) - აღნიშნული წვდომის საშუალებით აპლიკაციას შეუძლია მოწყობილობის მიკროფონის გამოყენებით ნებისმიერ დროს განახორციელოს ხმის ჩაწერა, დამატებითი დადასტურების გარეშე. აპლიკაციის საშუალებით მიკროფონის პირველი გამოყენების დროს, იგი გეკითხებათ მოწყობილობის მიკროფონის გამოყენების ფუნქციაზე წვდომის მიღების შესახებ. მაგალითად, როდესაც პირველად გადაწყვეტთ ამ აპლიკაციის საშუალებით ვიდეოს ჩაწერას, აპლიკაცია მოგთხოვთ თქვენი მოწყობილობის მიკროფონისა და კამერის გამოყენების უფლებას.თქვენ შეგიძლიათ აპლიკაციას მისცეთ უფლება, დამატებითი დადასტურების გარეშე, შემდგომში გამოიყენოს თქვენი მოწყობილობის მიკროფონი. აპლიკაციას მიკროფონის გამოყენების ფუნქციაზე წვდომა შეგიძლიათ გაუთიშოთ ტელეფონის პარამეტრებიდან;


ტელეფონის მეხსიერება (Storage) - მოცემული წვდომის საშუალებით აპლიკაციას შეუძლია განახორციელოს მოწყობილობის მეხსიერებაში ჩაწერილი მონაცემების წაკითხვა/დათვალიერება, ჩაწერა, წაშლა ან რედაქტირება. მაგალითად, თუ თქვენს მოწყობილობაში ჩაწერილი გაქვთ სურათები ან ვიდეო გამოსახულებები, აპლიკაციას შეუძლია მათი დათვალიერება. აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია თქვენი მოწყობილობის მეხსიერებაზე წვდომისათვის დამატებით გეკითხებათ ტელეფონში აპლიკაციის საშუალებით პირველი ვიდეო/აუდიო გამოსახულების შენახვის დროს. შესაბამისად, აპლიკაციას შეგიძლიათ მისცეთ უფლება დამატებითი დადასტურების გარეშე შემდგომში წვდომა ჰქონდეს თქვენს ტელეფონში ჩაწერილ სურათებზე ან ვიდეო გამოსახულებებზე. აპლიკაციას თქვენი მოწყობილობის მეხსიერებაზე წვდომა შეგიძლიათ გაუთიშოთ ტელეფონის პარამეტრებიდან.


მაიდენტიფიცირებელი მონაცემები - ანგარიშის დამატება ან წაშლა (Identity - add or remove accounts) - აღნიშნული წვდომის საშუალებით აპლიკაციას შეუძლია მოწყობილობაში ანგარიშების (Account) დამატება, ამოშლა და მათი პაროლების წაშლა. მაგალითად, თუ თქვენს მოწყობილობაში ჩაწერილია Facebook-ის მობილური აპლიკაცია, ამ წვდომის საშუალებით TikTok-ის აპლიკაციას შეუძლია მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ Facebook-ის რომელი ანგარიში არის დარეგისტრირებული ტელეფონში. ასევე, შეუძლია ამ ანგარიშის პაროლის წაშლა. აპლიკაციისთვის მოწყობილობაში ანგარიშის დამატების ან წაშლის ფუნქციაზე წვდომის გათიშვა შეუძლებელია;

კამერა - ფოტო და ვიდეო გადაღება (Camera - take pictures and videos) - მოცემული წვდომის საშუალებით აპლიკაციას შეუძლია ნებისმიერ დროს განახორციელოს კამერაზე წვდომა (სურათების და ვიდეოს გადაღება) დამატებითი დადასტურების გარეშე. მაგალითად, TikToK-ის აპლიკაციას შეუძლია მოწყობილობის კამერის საშუალებით ვიდეო ან ფოტო გამოსახულება ჩაიწეროს, მაშინაც კი როდესაც აპლიკაციას არ იყენებთ. აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია თქვენი მოწყობილობის კამერით გადაღების ფუნქციაზე წვდომის მისაღებად დამატებით შეგეკითხებათ აპლიკაციის საშუალებით ვიდეო ან ფოტო გამოსახულების პირველი გადაღების დროს. მაგალითად, როდესაც პირველად გადაწყვეტთ ამ აპლიკაციის საშუალებით ვიდეოს ჩაწერას, აპლიკაცია მოგთხოვთ მოწყობილობის კამერისა და მიკროფონის გამოყენების უფლებას. შესაბამისად, აპლიკაციას შეგიძლიათ მისცეთ, შემდგომში დამატებითი დადასტურების გარეშე, თქვენი მოწყობილობის კამერით ვიდეო და ფოტო გამოსახულების გადაღების შესაძლებლობა. აპლიკაციისთვის კამერით გადაღების ფუნქციაზე წვდომა შეიძლება გაუთიშოთ ტელეფონის პარამეტრებიდან.

Wi-Fi კავშირის შესახებ ინფორმაცია (Wi-Fi connection information) - აღნიშნული წვდომა აპლიკაციას საშუალებას აძლევს ნებისმიერ დროს მიიღოს ინფორმაცია მოწყობილობაში უკაბელო ქსელთან წვდომისა და უკაბელო მოწყობილობის დასახელების შესახებ. მაგალითად, თუ თქვენს სახლში გაქვთ უკაბელო მოწყობილობა (Wi-Fi) ინტერნეტთან კავშირისათვის, რომელსაც თქვენი მოწყობილობა უკავშირდება, TikToK-ის აპლიკაცია კითხულობს თქვენი უკაბელო მოწყობილობის დასახელებას. გარდა ამისა, მას აქვს წვდომა ყველა უკაბელო მოწყობილობის (Wi-Fi) დასახელებებთან, რომელებიც ოდესმე გამოგიყენებიათ და მათ შესახებ მონაცემები თქვენს მოწყობილობაშია შენახული. აპლიკაციისთვის თქვენი მოწყობილობის Wi-Fi კავშირის შესახებ ინფორმაციაზე წვდომის გათიშვა შეუძლებელია;


კონტაქტები - კონტაქტების წაკითხვა (Contacts - read your contacts) - მოცემული წვდომის საშუალებით აპლიკაციას შეუძლია წაიკითხოს მოწყობილობაში შენახული ყველა საკონტაქტო მონაცემები. მაგალითად, თუ მოწყობილობაში ჩაწერილი გაქვთ თქვენი ნაცნობების სახელები და გვარები, ტელეფონის ნომრები, ელ-ფოსტის მისამართები და სხვა საკონტაქტო მონაცემები, TikTok-ის აპლიკაცია კითხულობს ყველა ამ მონაცემს. აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია თქვენს ტელეფონში შენახულ საკონტაქტო მონაცემებზე წვდომის მისაღებად დამატებით შეგეკითხებათ თქვენს ტელეფონში შენახული ნაცნობების TikTok-ში მოძებნის დროს. შესაბამისად, შეგიძლიათ აპლიკაციას მისცეთ აღნიშნული უფლება. აპლიკაციას თქვენს ტელეფონში შენახულ საკონტაქტო მონაცემებზე წვდომა შეიძლება გაუთიშოთ ტელეფონის პარამეტრებიდან. 

აპლიკაცია აგროვებს ყველა იმ ვიდეო მასალას, რომელიც პირმა ატვირთა აპლიკაციაში, ასევე ატვირთულ ვიდეოზე სხვა მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ყველა კომენტარსა და მოწონებას. ამასთან, ინახავს ყველა იმ ვიდეო მასალას, რომელსაც მომხმარებელი წინასწარ ტვირთვას აპლიკაციაში და საჯაროდ ჯერ არ გამოუქვეყნებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system