თავში

იცოდა, რომ სასტიკი მეთოდებით გაუსწორდებოდნენ - ბაჩალიაშვილის დედა

იცოდა, რომ სასტიკი მეთოდებით გაუსწორდებოდნენ - ბაჩალიაშვილის დედა
იცოდა, რომ სასტიკი მეთოდებით გაუსწორდებოდნენ - ბაჩალიაშვილის დედა

გარდაცვილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა ბაჩალიაშვილი იხსენებს, რომ სიცოცხლის ბოლო პერიოდში მისი შვილი შეშინებული იყო და ღამით ხშირად შფოთავდა.

დედის განმარტებით, შვილს აღნიშნულის მიზეზი არაერთხელ ჰკითხა, თუმცა მან საუბარი არ ისურვა. 

თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ მისმა შვილმა საფრთხის შესახებ იცოდა და თავისი გადაწყვეტილებით ოჯახი დაიცვა. 

"ეს იყო უნიჭო რეჟისორის დადგმული სპექტაკლი. თუ ჩემს შვილს გადაწყვეტილი ჰქონდა თვითმკვლელობა, შეეძლო თუნდაც ერთი მედიკამენტი მიეღო, დაწოლილიყო თავის საწოლში და მშვიდად განეხორციელებინა ჩანაფიქრი. 

აფთიაქებში რომ დადიოდა, ეს ხდებოდა იძულებით.

მე ერთი თვის მანძილზე ვატყობდი ჩემს შვილს, რომ შეშინებული იყო, ჩემს გვერდით იწვა და ხშირად ხტოდა. შფოთიანი ძილი ჰქონდა. ადრე ასეთი ძილი არ ჰქონია. 

მეც და ჩემი მეუღლეც ვეკითხებოდით მიზეზს, მაგრამ გვეუბნებოდა, სრულწლოვანი ვარ და ჩემს პრობლემებს თვითონ მივხედავო. რა უნდა გამეკეთებინა?!

უბრალოდ, ჩემი შვილი აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, რომ ჩვენ დაგვიცვა და არაფერი თქვა. არ უნდოდა, რომ ჩავძიებოდი და ეთქვა ის, რაც აშინებდა. მე ვფიქრობ, იცოდა რაც ელოდა. კაპანაძემ რომ წერილი გაასაჯაროვა, იქედანაც ჩანს, რომ ჩემმა შვილმა იცოდა, საშინელი მეთოდებით რომ გაუსწორდებოდნენ. დრო და რიცხვი არ იცოდა, როდის მოხდებოდა ეს, მაგრამ იცოდა რომ მოხდებოდა" - ამბობს თეონა თამაზაშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system