თავში

"იცოდნენ, რომ მდინარეში გდია მათი თანატოლი, მკვდარი" - დეკანოზი შაქარაშვილის საქმეზე

"იცოდნენ, რომ მდინარეში გდია მათი თანატოლი, მკვდარი" - დეკანოზი შაქარაშვილის საქმეზე
იცოდნენ, რომ მდინარეში გდია მათი თანატოლი, მკვდარი - დეკანოზი შაქარაშვილის საქმეზე

"კრიმინალია, როცა საქმის ფიგურანტები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ, ისევე როგორც კრიმინალია, როცა მერიაში მიცემული ქრთამის შედეგად კორპუსებს დგამენ იქ, სადაც ამის ადგილი არ არის,"- ამის შესახებ, ქადაგების დროს, მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრმა განაცხადა.

დეკანოზ თამაზ ლომიძემ აღნიშნა, რომ ყველამ უნდა თავგამოდებით, სასტიკად ვებრძოლოთ ამ კრიმინალურ მენტალიტეტს. 

"ოთხი დღე ეძებდნენ ახალგაზრდა ბიჭს. ამათმა იცოდნენ, რომ იქ სადღაც მდინარეში გდია მათი თანატოლი მკვდარი. წარმოგიდგენიათ? წარმოუდგენელი საშინელება ტრიალებს მათ ცნობიერებაში.

აი ამ 17 კაციდან, შეიძლება მეტიც იყო 17-ზე, იციან, რომ იქ გდია და არცერთი არ მიდის და პოლიციას არ ეუბნება, რომ აი იქ არის, ჩვენ მოვკალით, ან იმან მოკლა, სხვამ მოკლა.

წარმოგიდგენიათ რა ხდება მათ ცნობიერებაში? მერიაში რომ სიტყვაზე ქრთამს მისცემ ვიღაცას და სახლს იქ დაგადგმევინებენ, სადაც არ შეიძლება და მეზობელს რომ მზეს ჩაუბნელებ, კრიმინალი ხარ, აბა რა ხარ. ასეა ყველა სფეროში და მოდებული აქვს ეს კიბოსავით ჩვენს ქვეყანას," - ამბობს დეკანოზი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, -აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალურიპროკურატურა ავრცელებს.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გაგრძელდება.

გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესში დაიკითხნენ სპორტსმენებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა..

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system