თავში

იწვევს თუ არა ვაქცინა უშვილობას? - ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი

იწვევს თუ არა ვაქცინა უშვილობას? - ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი
იწვევს თუ არა ვაქცინა უშვილობას? - ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ვაქცინაცია უშვილობას არ იწვევს. 

ექიმი განმარტავს, რომ არათუ თანამედროვე ვაქცინებია უსაფრთხო ამ კუთხით, არამედ არც არასდროს არსებობდა ისეთი ტიპის ვაქცინა, რომელიც ამგვარ პრობლემებს წარმოქმნიდა. 

"არ არსებობს დედამიწის ზურგზე ვაქცინა ისტორიულადაც და არც მიმდინარე პროცესში, რომელსაც შეუძლია შვილოსნობაზე და ფერტილობაზე რაღაც პრობლემა შეუქმნას ადამიანს. თითქმის ყველა ვაქცინა არის შესწავლილი ცხოველებზე, სხვანაირად ადამიანებზე ცდა არ იწყება და როცა ამბობენ, რომ ექსპერიმენტულია ეს ვაქცინები არის აბსოლუტურად ტყუილი", - განაცხადა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system