თავში

იუნისეფი ბავშვთა უფლებების კოდექსის მიღებას მიესალმება

იუნისეფი ბავშვთა უფლებების კოდექსის მიღებას მიესალმება
იუნისეფი ბავშვთა უფლებების კოდექსის მიღებას მიესალმება

გაერო-ს ბავშვთა ფონდი უმნიშვნელოვანეს მიღწევას უწოდებს საქართველოს პარლამენტის მიერ ბავშვთა უფლებების კოდექსის მიღებას და აცხადებს, რომ აღნიშნულ კოდექსს ექნება გრძელვადიანი ეფექტი საქართველოში მცხოვრები ბავშვების ცხოვრებაზე.

ფონდის განცხადების თანახმად, კოდექსი შემუშავდა პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ გაერო-ს ბავშვთა ფონდის ტექნიკური მხარდაჭერით. 

„ბავშვის უფლებათა კოდექსი ხელს უწყობს ისეთი სახელმწიფო სისტემის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის კეთილდღეობას და დაცვას. კოდექსი ერთგვარი ქოლგა დოკუმენტია, სპეციალური კანონი, რომელიც აერთიანებს ყველა მთავარ პრინციპს, რომელიც გადამწყვეტია ბავშვის კეთილდღეობისთვის. კოდექსი განსაზღვრავს ყველა სახელმწიფო სააგენტოს, ადგილობრივი მთავრობების, სხვა ადმინისტრაციული ორგანოების, სასამართლოების, საჯარო და კერძო ორგანიზაციების და პირების საქმიანობას, როცა ისინი გადაწყვეტილებას იღებენ ბავშვთან დაკავშირებულ საკითხზე. კოდექსი ასევე ქმნის გარანტიებს, რომელიც ხელს უწყობს ბავშვების მონაწილეობას ყველა იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც მათ ეხებათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაერო-ს ბავშვთა ფონდი ასევე აცხადებს, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღება მნიშვნელოვანი მომენტია თითოეული ბავშვისთვის საქართველოში.

„მე ვულოცავ ბავშვებს ამ ისტორიულ მოვლენას. ეს კოდექსი არსებითი ინსტრუმენტია, რომელიც თითოეული ბავშვისთვის ყველა უფლების მიღების გარანტიაა. კოდექსი მოიცავს მთავარ პრინციპებს, რომლებიც განსაზღვრავს ბავშვების კეთილდღეობას მრავალი წლით და მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს ბავშვების ცხოვრებისთვის" – აღნიშნავს გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი.

ბავშვის უფლებათა კოდექსი პარლამენტმა დღეს, მესამე მოსმენით, 85 ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system