თავში

იურისტი: ვარკეთილის ბაზრის ადმინისტრაციას ზარალი არ აუნაზღაურდება

იურისტი: ვარკეთილის ბაზრის ადმინისტრაციას ზარალი არ აუნაზღაურდება
იურისტი: ვარკეთილის ბაზრის ადმინისტრაციას ზარალი არ აუნაზღაურდება

ხანძრის შედეგად დაზარალებული ბაზრის, შპს "ვარკეთილი 96"-ის იურისტი ნანა წულაძე აცხადებს, რომ ადმინისტრაციას შენობა დაზღვეული არ ჰქონია.

იურისტის განმარტებით, ისინი სარგებლობდნენ მხოლოდ მესამე პირის დაზღვევით, რაც იმას ნიშნავს, რომ სადაზღვეო კომპანია "ირაო" ზარალს აუნაზღაურებს მხოლოდ მოვაჭრეებს და არა ბაზრის ადმინისტრაციას.

"ეს არის მესამე პირების დაზღვევა. უნაზღაურდებათ მათ საქონლის ღირებულება, მაგრამ აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ ამ ყველა საქონელს უნდა ჰქონდეს შესყიდვის საბუთი. იმ ადამიანებს კი, ვისაც ეს საბუთი არ გააჩნიათ, კვადრატულ მეტრზე მიეცემათ 500 ლარი. ბაზრობის ადმინისტრაციას შენობა დაზღვეული არ ჰქონია. შპს ვერანაირ ანაზღაურებას ვერ მიიღებს," - განაცხადა იურისტმა.

აღსანიშნავია, რომ ამ დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ბაზრის დაზღევევასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, დღეს ხმაური იყო ვარკეთილის ბაზრის ტერიტორიაზე, დაზარალებული მოვაჭრეები ადეკვატურანაზღაურებას ითხოვენ.

კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სადაზღვევო კომპანია მზად არის ვარკეთილის ბაზრობის მოვაჭრეებს ზარალი აუნაზღაუროს, მისივე თქმით, შესაძლებლობის ფარგლებში, დაზარალებულებს თბილისის მერიაც დაეხმარება. 

შეგახსენებთ, ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი 15 ივნისს დაახლოებით 22 საათისთვის გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობის პროცესს ადგილიდან აკვირდებოდნენ მერიის წარმომადგენლებიც. ცეცხლის ჩაქრობას 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა. იყო ხანძრის ბენზინგასამართ სადგურსა და საცხოვრებელ კორპუსზე გავრცელების საშიშროებაც, თუმცა მისი თავიდან აცილება მოხერხდა.

განადგურებულია ჯიხურების დიდი ნაწილი.

შემთხვევის დროს მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს. დაშავებულ ქალბატონს ტრავმა ქვემო კიდურზე აღენიშნებოდა, მამაკაცს კი დაზიანება თავის არეში, დაცემის შედეგად აქვს მიღებული.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს სამართალდამცველები იძიებენ. ზარალის დათვლა დაწყებულია.

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, დაზარალებულებს ფინანსურად დაეხმარებიან. ისნის რაიონის გამგებლის თქმით, ყურადღების გარეშე არცერთი მოვაჭრე დარჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system