თავში

იუსტიციის მინისტრმა დაბა ხულოში 69-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

იუსტიციის მინისტრმა დაბა ხულოში 69-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
იუსტიციის მინისტრმა დაბა ხულოში 69-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მაღალმთიან აჭარაში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. კერძოდ, 69-ე საზოგადოებრივი ცენტრი დაბა ხულოში გაიხსნა. პროექტის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის საჯარო და კერძო სექტორის სერვისების კომფორტულ გარემოში მიწოდება თანამედროვე სტანდარტების ახალ შენობაში.

იუსტიციის მინისტრმა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ აჭარაში იუსტიციის ტერიტორიული სამსახურების საბჭოთა ინფრასტრუქტურა დასრულდა და იგი თანამედროვე, ევროპული ტიპის შენობებმა – საზოგადოებრივმა ცენტრებმა ჩაანაცვლა. 

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ხულოს საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით მუნიციპალიტეტის 77 სოფლის 23 000-ზე მეტი მოსახლე ისარგებლებს. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრებში ადგილობრივი მოსახლეობა სოფლიდან გაუსვლელად მიიღებს 200-ზე მეტ საჯარო და კერძო სერვისს, მათთვის ხელმისაწვდომი იქნება უახლესი ტექნიკით აღჭურვილი თანამედროვე ბიბლიოთეკა ციფრული და ბეჭდური წიგნებით, 24-საათიანი უფასო უკაბელო ინტერნეტი, სკაიპის ოთახი და საბანკო მომსახურება, სადაც პენსიონერები ადგილზე მიიღებენ პენსიას.

მიმდინარე წლის ბოლომდე საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნება ამბროლაურში, დუშეთში, ცაგერში, თეთრიწყაროში, ჭრებალოსა და ყაჩაღანში.

საზოგადოებრივი ცენტრის საზეიმო გახსნის შემდეგ კონცერტი გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system