თავში

იუსტიციის მინისტრმა სიღნაღში საზოგადობრივი ცენტრი გახსნა

იუსტიციის მინისტრმა სიღნაღში საზოგადობრივი ცენტრი გახსნა
იუსტიციის მინისტრმა სიღნაღში საზოგადობრივი ცენტრი გახსნა

სიღნაღში იუსტიციის მინსტრმა რატი ბრეგაძემ საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. მოქალაქეები აქ სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურების მიღებას შეძლებენ. 

ახლადგახსნილ ოფისში, სხვადასხვა მომსახურების მიღება ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით არის შესაძლებელი. 

სიღნაღის საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციის ბიუროს რაიონული ოფისიც გაიხსნა. პრობაციის ახალი ბიურო კახეთის რეგიონში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ფარგლებში იმუშავებს და პრობაციონერებს მოემსახურება. 

სიღნაღის შემდეგ პრობაციის ბიუროები წელს ჩხოროწყუსა და კასპის მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივ ცენტრებშიც განთავსდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system