თავში

იუსტიციის მინისტრმა ტყიბულში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

იუსტიციის მინისტრმა ტყიბულში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
იუსტიციის მინისტრმა ტყიბულში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

იუსტიციის მინისტრმა ტყიბულის მოსახლეობას "ტყიბულქალაქობა" საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით მიულოცა. როგორც ვიცე - პრემიერმა აღნიშნა, მომდევნო დღეებში საზოგადოებრივი ცენტრები ხულოსა და ქედაშიც გაიხსნება.

გახსნის საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე ტყიბულის თვითმმართველობის წევრები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა.

ახალგახსნილი საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით ტყიბულის და მისი მიმდებარე 11 სოფლის 24 ათასზე მეტი მცხოვრები ისარგებლებს.

იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრები ადგილობრივთა საჭიროებებზეა ორიენტირებული. მომხმარებელი ადგილზე 200-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სერვისით ისარგებლებს.
ტყიბულის საზოგადოებრივი ცენტრი იმერეთის რეგიონში რიგით მეთხუთმეტეა.

67-ე საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კონცერტი გაიმართა.

მიმდინარე წლის ბოლომდე 8 საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაა დაგეგმილი, კერძოდ: ქედაში, ხულოში, ამბროლაურში, დუშეთში, ცაგერში, თეთრიწყაროში, ჭრებალოსა და ყაჩაღანში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system