თავში

იუსტიციის სამინისტრო პრობაციონერთა კონტროლის ინოვაციურ მექანიზმს ნერგავს

იუსტიციის სამინისტრო პრობაციონერთა კონტროლის ინოვაციურ მექანიზმს ნერგავს
იუსტიციის სამინისტრო პრობაციონერთა კონტროლის ინოვაციურ მექანიზმს ნერგავს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, პრობაციონერთა ელექტრონული კონტროლის ახალი მექანიზმი ამოქმედდება. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი სისტემა Probbox, პრობაციონერთა კონტროლსა და რეგისტრაციას მუნიციპალური კუთვნილების გარეშე განახორციელებს - ამის შესახებ დღეს უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისი თქმით, Probbox სისტემა აღჭურვილი იქნება ვიდეო გადაღებისა და დაქტილოსკოპიური აპარატით. პრობაციონერის გამოცხადება Probbox-თან, ასევე, მის მიერ განრიგის დარღვევა ავტომატურად აისახება საქმისმწარმოებელი ოფიცრის ბაზაში. Probbox ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში განთავსდება.

„პირობით მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლის ახლებური მექანიზმი, მსჯავრდებულს გაუადვილებს მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას და ამავდროულად დაზოგავს ადამიანურ რესურსს“, - დასძინა ბრეგაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system