თავში

იუთუბზე ბოდიშების ვიდეოებს ვერ დავუდებ - ბერას და კაბუს ისტორია - VIDEO

იუთუბზე ბოდიშების ვიდეოებს ვერ დავუდებ - ბერას და კაბუს ისტორია
იუთუბზე ბოდიშების ვიდეოებს ვერ დავუდებ - ბერას და კაბუს ისტორია - VIDEO

რეპერი და მსახიობი კაბუ (კახა აბუაშვილი) იხსენებს, რომ 2013 წელს ერთ-ერთ ცნობილ მელოდიაზე ქართულად გარითმა, სადაც ბერა და ბიძინა ივანიშვილები ახსენა. აღნიშნული ვიდეო არტისტმა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე დადო და მალევე წაშალა, თუმცა რამდენიმე ადამიანმა ის "იუთუბზე" ატვირთა. ვიდეო მალევე პოპულარული გახდა. 

როგორც კაბუ იხსენებს, ამის შემდეგ მას უთხრეს, რომ ბერა ივანიშვილი ნაწყენი იყო. 

"კვანტანამერა თუ რაღაც წავიმღერე, უცებ მოჰყვა რითმა. ბიძინა-ბერა თუ რაღაც წავიმღერე. თან ესენი ახალი მოსულები იყვნენ ხელისუფლებაში და კარგად დაჯდა. მერე რამდენიმე ადამიანმა მითხრა, ბერა შენზე ნაწყენიაო. ბაზარი არ არის-მეთქი, ვუთხარი, ოღონდ გადაეცით, რომ პირადად მასზე არ იყო, უბრალოდ რითმამ მოიტანა-მეთქი. ამით დასრულდა. ახლა მე იუთუბზე ბოდიშებს ვიდეოების სახით ვერ დავუდებ" - ამბობს კაბუ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system