თავში

იზღუდება თუ არა ტაქსით გადაადგილება

იზღუდება თუ არა ტაქსით გადაადგილება
იზღუდება თუ არა ტაქსით გადაადგილება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, ტაქსებთან დაკავშირებით სპეციფიური შეზღუდვები არ წესდება გარდა იმისა, რაც უკვე მოქმედებს – პირბადის ტარება და მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვა.

რაც შეეხება მეტროს მუშაობას, გახარიას განმარტებით, 28 ნოემრბიდან ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები ეხება მეტროსაც.

„ტაქსებთან მიმართებით არანაირი სპეციფიური შეზღუდვა გარდა პირბადის ტარების, რაოდენობის შეზღუდვის, არ წესდება. რაც შეეხება მეტროს, როდესაც ვსაუბრობ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ჩერდება, მათ შორის ჩერდება მეტროც. ჩერდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, როგორც საავატომობილო, ასევე მეტროც“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

იხილეთ შეზღუდვების სრული ჩამონათვალი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system