თავში

ჯანდაცვის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა

ჯანდაცვის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა
ჯანდაცვის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა

ჯანდაცვის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, - ამის შესახებ report.ge-ს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით, უწყებაში ბრიფინგს თამარ გაბუნია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე გამართავენ.

ბრიფინგი 15:00 საათზეა ჩანიშნული.

ცნობისთვის, გუშინ, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა ,"იმედში", ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ,,ასტრაზენეკას" გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა.

მედდას, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

27 წლის მეგი ბაქრაძე, ახალციხიდან კატარსტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

ახალგაზრდა ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system