თავში

ჯაფარიძე: რეგულაციებს არავინ უნდა დაემორჩილოს

ჯაფარიძე: რეგულაციებს არავინ უნდა დაემორჩილოს
ჯაფარიძე: რეგულაციებს არავინ უნდა დაემორჩილოს

რეგულაციებს არავინ უნდა დაემორჩილოს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ორივე მხარეს ადამიანები სიკვდილისთვის არიან განწირულები, როგორც შიმშილის, ასევე, პანდემიის გამო. 

ჯაფარიძე ამბობს, რომ კორონავირუსისგან თავის დაცვა ადამიანების ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხია.

,,არ უნდა დაემორჩილოს ამ რეგულაციებს არავინ. იმიტომ, რომ გასაგებია რომ კოვიდია გავრცელებული, გასაგებია, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილისთვის, ეს ძალიან მაღალი რისკის მატარებელია და ადამიანები კვდებიან ამისგან, მაგრამ სასწორის მეორე პინაზე ასევე დევს ადამიანების სიცოცხლეებიც და ამ ადამიანებმა რა ქნან? ადამიანები შიმშილისთვის არიან განწირულები. იქითაც ადამიანის სიცოცხლეა და აქეთაც. ამიტომაც, ეს არის ადამიანის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი. მე თუ არ მინდა არც ერთ ცოცხალ ორგანიზმს არ გავეკარები - თუ მეშინია კოვიდის თუ ასეთი პასუხისმგებლობით ვუყურებ საკუთარ სიცოცხლეს, არც ერთ ცოცხალ ორგანიზმს არ გავეკარები, შესაბამისად, კოვიდი მე ვერ გადმომეცემა, მაგრამ ეს ადამიანებს არ შეუძლიათ. ადამიანები შემოსავლის წყაროს გარეშე თუ დარჩნენ, დარჩებიან მშივრები. სახელმწიფო, რომელიც ადამიანებს ასეთ მდგომარეობაში აგდებს, ეგეთი ხელისუფლება ბოროტებაა", - განაცხადა ჯაფარიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system