თავში

ჯაღმაიძე: ეკლესია კრიმინალს სულიერად ებრძვის

ჯაღმაიძე: ეკლესია კრიმინალს სულიერად ებრძვის
ჯაღმაიძე: ეკლესია კრიმინალს სულიერად ებრძვის

"ეკლესია კრიმინალს სულიერად ებრძვის,"-ამის შესახებ ჟურნალისტებს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა განუცხადა.

კითხვაზე, როგორ აპირებს ეკლესია კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლას, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ეკლესია ძალოვანი სტრუქტურა არ არის, რომ კრიმინალს ებრძოლოს.

"არ ვიცი, ეკლესიამ როგორ უნდა ებრძოლოს. ეკლესია არ არის ძალოვანი სტრუქტურა. ეკლესია, ქრისტიანული მოძღვრება ებრძვის ამას სულიერად, ყველანაირ დანაშაულს, მთელი ქრისტიანობა ამაზეა აგებული", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system