თავში

ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ფეხბურთის მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" შორის მატჩი ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების სრული დაცვითა და მაყურებელთა მიერ კოვიდ საშვის წარდგენით მიმდინარეობს.

"მაყურებელთა შესვლაზე კონტროლის კოორდინაცია შრომის ინსპექციის სამსახურმა განახორციელა.

მატჩზე დასწრების მსურველების კონტროლი კოვიდ საშვის პორტალის საშუალებით განხორციელდა, რომლის მეშვეობითაც მატჩს ის პირები დაესწრნენ, რომელთაც მატჩამდე არანაკლებ 14 დღით ადრე სრულად ვაქცინაცია უდასტურდებოდათ, ან ბოლო 6 თვის მანძილზე ლაბორატორიულად დადასტურებული COVID-ინფექციის გადატანა უდასტურდებოდათ, ან მოცემულ მატჩამდე 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის ან 24 საათით ადრე ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი უფიქსირდებოდათ.

კოვიდ საშვის პლატფორმით, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქის მატჩზე დასწრება უსაფრთხო/მწვანე ზონაში განხორციელდა.

პლატფორმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შეიქმნა და სტატუსის გადამოწმება, ამჯერად, მხოლოდ პორტალ https://covidpass.moh.gov.ge/ -ზეა შესაძლებელი. უახლოეს მომავალში კი, მობილური აპლიკაცია იქნება ხელმისაწვდომი", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system