თავში

ჯანდაცვის ექსპერტი გახშირებული ლეტალური შემთხვევების მიზეზს განმარტავს

ჯანდაცვის ექსპერტი გახშირებული ლეტალური შემთხვევების მიზეზს განმარტავს
ჯანდაცვის ექსპერტი გახშირებული ლეტალური შემთხვევების მიზეზს განმარტავს

„აცრა ერთადერთი გზაა, შევამციროთ „გამოცხადებული“ თვითმკვლელობის ქრონიკა, რომელიც სახეზეა. აუცრელობით სიკვდილი არ განსხვავდება სხვა სახის თვითმკვლელობისგან. ყველამ იცის, რომ ადამიანების ძალიან მცირე ჯგუფსაქვს კორონავირუსზე აცრის საწინააღმდეგო ჩვენება, დანარჩენებისთვის მიზეზი არ არსებობს. კოვიდისშემთხვევაში აუცრელობა კლავს“, - განაცხადა ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტმა, აკაკი ზოიძემ. მისი თქმით, საქართველოში კოვიდინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლები საგანგაშოა.

„თუ შევადარებთ ჩვენი და დასავლეთ ევროპის ქვეყნების მონაცემებს, თუნდაც ისრაელისას, ვნახავთ, რომ იქ შეიძლება ჩვენზე ნაკლები ინფიცირების შემთხვევები არ იყოს, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, რადგან იქ მოსახლეობის 75 - 80 პროცენტი აცრილია. ეს არის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ რატომ ხდება ჩვენთან ეს ტრაგედია დარატომ არ ხდება მსგავსი რამ ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, დანიაშიდა ა.შ., იქ, ყველგან, დღეები ისე გადის, რომსიკვდილიანობა საერთოდ არ აქვთ“, - განმარტავს აკაკი ზოიძე.

დღეისათვის, საქართველოში კორონავირუსის 800 293 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 737 316, გარდაიცვალა 11 289 პაციენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system