თავში

ჯანდაცვის მინისტრი მოზარდის გარდაცვალებაზე: ეს არის სისტემური ხარვეზი

ჯანდაცვის მინისტრი მოზარდის გარდაცვალებაზე: ეს არის სისტემური ხარვეზი
ჯანდაცვის მინისტრი მოზარდის გარდაცვალებაზე: ეს არის სისტემური ხარვეზი

„ეს არის ერის ტრაგედია, ამ შემთხვევაში არ არსებობს მთავრობისა და ოპოზიციის გუნდი, ამის წინააღმდეგ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ რადგან ეს არის ერის მომავალი“ - ასე ეხმაურება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს.

„ჩემთვის ეს ნამდვილად იყო ძალიან ემოციური, მე ვარ მოზარდის დედა, ჩემი შვილიც რა თქმა უნდა არის საკმაოდ ემოციური ამ ფაქტის მიმართ. ეს იყო ჩემთვის ძალიან ძნელი. მე აუცილებლად ვითანამშრომლებ სხვადასხვა უწყებებთან.

ვთლი, რომ ეს არის სისტემური ხარვეზი და არ შეიძლება პასუხისმგებლობა დავაკისროთ მხოლოდ ერთ პიროვნებას. ჩვენ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს სისტემურად. ეს არის ერის ტრაგედია და ამ შემთხვევაში, არ არსებობს მთავრობისა და ოპოზიციის გუნდი. ჩვენ ამის წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ. ეს არის ერის მომავალი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

მინისტრმა აღნიშნა, რომ სკოლებში სოციალური მუშაკების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აღნიშნული ტრაგედია არ განმეორდეს.

„ჩვენს როლს ამ კუთხით ვხედავთ სოციალური მუშაკების ჩართულობით სკოლებში. მეტ-ნაკლები შეხება ჩვენს უწყებას ჰქონდა საჯარო სკოლებთან და არ გვქონია კერძო სექტორის სკოლებთან. მნიშვნელოვანი არის ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების ჩართულობა, რათა გამოვლინდეს ის ხარვეზები, რომელიც სკოლაში არსებობს, ეს იქნება პედაგოგების მხრიდან მოსწავლეთა მიმართებაში თუ თვითონ მოსწავლეებს შორის კონფლიქტი. ის ტრაგედია, რომელიც უკვე დადგა აღარ უნდა განმეორდეს“, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system