თავში

ჯანდაცვის მინისტრი სააკაშვილზე ინფორმაციას ავრცელებს

ჯანდაცვის მინისტრი სააკაშვილზე ინფორმაციას ავრცელებს
ჯანდაცვის მინისტრი სააკაშვილზე ინფორმაციას ავრცელებს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ექსპერტთა ჯგუფი რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მესამე პრეზიდენტის თანხმობის შემდეგ შევა.

ტიკარაძის თქმით, დღეს სხვადასხვა მიმართულების ექიმები მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს შეხვდნენ.

"ამ ეტაპისთვის პირველ რიგში, ველოდებით პაციენტის თანხმობას, რომ შესაძლებელია მან გაუზიაროს ექსპერტებს ის ჯანმრთელობის მონაცემები, რომელიც მის პირად ექიმს გააჩნია და მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ჩვენ დასტურს მივიღებთ, უკვე ჩაერთვებიან ექსპერტები სამუშაო რეჟიმში", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ იუსტიციის სამინისტრომ ჯანდაცვის მინისტრს მიმართა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და ანალიზის მიზნით ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი გამოიყოს.

დღეს შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.. მიხეილ სააკაშვილი მე-13 დღეა შიმშილობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system