თავში

ჯანდაცვის სამინისტროში შეჭრილი დევნილები შენობის დატოვებას არ აპირებენ

ჯანდაცვის სამინისტროში შეჭრილი დევნილები შენობის დატოვებას არ აპირებენ
ჯანდაცვის სამინისტროში შეჭრილი დევნილები შენობის დატოვებას არ აპირებენ

ჯანდაცვის სამინისტროში შეჭრილი დევნილები შენობის დატოვებას არ აპირებენ.  დევნილები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. მათ ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად თავშესაფრით უზრუნველყოფა რჩება.  ისინი უკვე მეათე დღეა სამინისტროს შენობაში იმყოფებიან. ცოტა ხნის წინ მათ მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. 

„26 წლის წინ ჩვენ დაგვატოვებინეს სახლები, ჩვენი მშობლიური მიწა, უსაყვარლესი მხარე და საკუთარ ქვეყანაში ვიქეცით დევნილებად. 10 დღე-ღამეა, რაც ჩვენ მივმართეთ პროტესტის უკიდურეს ფორმას და ვიმყოფებით მუდმივად სამინისტროს ფოიეში. ჩვენი კანონიერი და საფუძვლიანი მოთხოვნები დღემდე უგულვებელყოფილია სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ. გუშინ საღამოს ჩვენთან გასაუბრება სცადა სამინისტროს ორმა მაღალჩინოსანმა ბატონმა წოწკოლაურმა და გორგაძემ. მათი დამოკიდებულება ჩვენი სენსიტიური საკითხების მიმართ არის უპასუხისმგებლო, ცინიკური, არაადამიანური და არაპროფესიონალური. ამ ბატონებს ავიწყდებათ, რომ ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან იღებენ ხელფასს და ვალდებულები არიან, იზრუნონ ჩვენი პრობლემების მოგვარებაზე,“ - განაცხადა აფხაზეთიდან დევნილმა ნინო ბუკიამ

აქციის მონაწილეების თქმით, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ორშაბათამდე აქვს ვადა, რათა მათი მოთხოვნები დააკმაყოფილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი პროტესტი ფორმას შეიცვლის და გახდება კიდევ უფრო უკიდურესი, ამასთან, საკითხებს დაემატება მინისტრისა და მისი მოადგილეების დაუყონებლივი გადადგომის მოთხოვნა.

როგორც report.ge-ის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუმარტეს, მინიტრი დევნილებთან შეხვედრას გეგმავს და სამინისტრო შესაძლებლობის ფარგლებში შეეცდება მათი პრობლემების ეტაპობრივად გადაჭრას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system