თავში

ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმური ოპერაციების დაფინანსება და ჩატარება დღეიდან, პირველი ოქტომბრიდან განახლდება.

"სახელმწიფოს მიერ გეგმური ოპერაციების დაფინანსება მიმდინარე წლის აგვისტოდან, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო შეწყდა. გამონაკლისებია სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციები, ასევე ონკოლოგიური ოპერაციები და კარდიოქირურგიული ჩარევები.

მსგავსი შეზღუდვა მოქმედებდა პანდემიის პირველი და მეორე ტალღების პერიოდშიც და ამ რეგულაციის მიზანი იყო საწოლების მობილიზება „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების გამო, ჯანდაცვის სამინისტრომ შეზღუდვები აღარ გააგრძელა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system