თავში

ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.

უწყება "ფაიზერის ვაქცინის სრულ ავტორიზაციას ეხმაურება. 

"ფაიზერმა" აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან (FDA) სრული ავტორიზაცია მიიღო.

ამ დრომდე, ფაიზერს სხვა ვაქცინების მსგავსად, გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია ჰქონდა მინიჭებული.

FDA-ს მიერ პფაიზერის ვაქცინის დამტკიცება მნიშვნელოვანი ეტაპია COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

"საზოგადოებას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ იგი აკმაყოფილებს უსაფრთხოების, ეფექტურობისა და წარმოების ხარისხის მაღალ სტადნარტებს"- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

"ფაიზერით" ვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის არის შესაძლებელი.ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - booking.moh.gov.ge.

მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.

COVID -19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ - 144-3 და 15 22-ს .

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!", - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ცნობისთვის, FDA-მ Pfizer-ის ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system