თავში

ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთა - თენგიზ ცერცვაძე

ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთა - თენგიზ ცერცვაძე
ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთა - თენგიზ ცერცვაძე

ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთა, პერსონალი არ არის საკმარისი - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. 

ცერცვაძე "დღის კურიერში" აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც კოვიდინფიცირებულების რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა, გაჩნდა სხვადასხვა სახის პრობლემები.

"მას შემდეგ, რაც დაიწყო დრამატული ზრდა შემთხვევების, პრობლემებმა იმატა. საქართველო თავის სერიოზულ წარმატებას მკურნალობისა და გარდაცვლილთა დაბალი რიცხვის კუთხით აღწევდა სწორედ კარგი მოვლის ხარჯზე. როდესაც სამედიცინო პერსონალი თავს ევლებოდნენ პაციენტებს, ასეთი საჩივრები არ იყო. ახლა ამან იმატა, ალბათ, ამას აქვს საფუძველი. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ხელმისაწვდომი რესურსებით, რომ ეს არ დავუშვათ. საფუძველი ერთადერთია - გადატვირთვა და არასაკმარისი რაოდენობა ადამიანების,"- განაცხადა ცერცვაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system