თავში

ჯანდაცვის სისტემა მზადაა ახალ შტამთან და გამოწვევებთან გასამკლავებლად - მინისტრი

ჯანდაცვის სისტემა მზადაა ახალ შტამთან და გამოწვევებთან გასამკლავებლად - მინისტრი
ჯანდაცვის სისტემა მზადაა ახალ შტამთან და გამოწვევებთან გასამკლავებლად - მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ სისტემა მზადა არის, ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდეს, მათ შორის კორონავირუსის ახალი შტამის

როგორც მან აღნიშნა, "ომიკრონის" მიმდინარეობა პაციენტებში მსუბუქია და შემთხვევების მატების მიუხედავად, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი არ გაზრდილა, ხოლო სიკვდილიანობა შემცირდა.

"1 000-მდე ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის შემთხვევა. დადებითი, რაც შეიძლება ითქვას, ომიკრონის მიმდინარეობა საკმაოდ მსუბუქია. გაზრდილი ინფექციებიდან გამომდინარე, არ გვაქვს გაზრდილი მნიშვნელოვნად ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა. ასევე, შემცირებულია გარდაცვალების რაოდენობა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება ომიკრონის შემთხვევებიც, ჯანდაცვის სისტემა სრულად მობილიზებულია და მზად არის, გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითიც სხვადასხვა ეტაპზე ვმკურნალობთ კოვიდით ინფიცირებულებს. ასევე, შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში გვექნება ფაიზერისა და მერკის წარმოების მედიკამენტები, რომელიც საკმაოდ ეფექტურობით გამოირჩევა", - თქვა ზურაბ აზარაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system