თავში

ჯანეზაშვილი: ანა დოლიძის გადადგომით დადასტურდა ყველაფერი, რასაც ვამბობდი

ჯანეზაშვილი: ანა დოლიძის გადადგომით დადასტურდა ყველაფერი, რასაც ვამბობდი
ჯანეზაშვილი: ანა დოლიძის გადადგომით დადასტურდა ყველაფერი, რასაც ვამბობდი

,,ანა დოლიძის გადადგომით დადასტურდა აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც მე აქამდე ვამბობდი, ხოლო მისი მხრიდან იმის მტკიცება რომ პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწეოდა, იყო თვალთმაქცობა", - ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი, ანა დოლიძის მიერ საბჭოს დატოვებას.

,,სამწუხაროა, რომ ეს ნაბიჯი თავის დროზე საკუთარი ინიციატივით არ გადადგა და საჭირო გახდა სხვების მითითება. პოლიტიკაში წასვლა მისი არჩევანია და მას ამის სრული უფლება აქვს, უბრალოდ საბჭოს წევრობასთან მისი საქმიანობა ამდენი ხნის განმავლობაში იყო შეუთავსებელი და კანონდარღვევა. ანა დოლიძე ისე წავიდა საბჭოდან, რომ კითხვას მისი დაფინანსების შესახებ არ უპასუხა. სასამართლო თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან, იმედი მაქვს ჩვენ ამას შევძლებთ!", - აღნიშნავს ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

იუსტიციიის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ საბჭოს დატოვების შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system