თავში

ბათუმის კლინიკიდან ბოლო გამოჯანმრთელებულები ტაშით გააცილეს - PHOTO

ბათუმის კლინიკიდან ბოლო გამოჯანმრთელებულები ტაშით გააცილეს - PHOTO
ბათუმის კლინიკიდან ბოლო გამოჯანმრთელებულები ტაშით გააცილეს - PHOTO

ბათუმში, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ბოლო პაციენტებმა სამედიცინო დაწესებულება დატოვეს.

პაციენტები კლინიკა ,,მედალფას" მედპერსონალმა ტაშით გააცილა. მათი გამოჯანმრთელებით, აჭარამ ,,მწვანე ზონის" სტატუსი დაიბრუნა.

30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 10 773 პირს. კორონავირუსი დაამარცხა 70-მა პაციენტმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 728 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 509 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system