თავში

ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია - გიული ალასანია

ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია - გიული ალასანია
ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია - გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, ექსპრეზიდენტი "ვივამედის" ექიმმა მოინახულა, თუმცა მისი თქმით, ის ექიმის დასკვნას არ გაცნობია. როგორც ალასანიამ რუსთავის სასჯლაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთნ აღნიშნა, მესამე პრეზიდენტი კვლავ საჭიროებს დამატებით გამოკვლევების ჩატარებას

"მეც არ მინახავს დოკუმენტი, კმაყოფილი დარჩა იმ ექიმის გასინჯვით, უთხრა თავისი აზრი. შესაბამისი გამოკვლევა არ ჩატარებია, მე მგონი ფიქრობენ ახლა იმაზე, როგორ უნდა მოხერხდეს ეს ტექნიკურად, ეს აუცილებლად გასაკეთებელია. მერე, რაც მთავარია, ეს ექიმები უნდა შევიდნენ.

თვითონ მხნედ არის, ოპტიმისტურად არის და მიაჩნია, რომ ეს დროებითია, როგორც მე. ჯანმრთელობის მდგომარეობა ასეთია, რომ ის სიმპტომები, რაც ადრე ჰქონდა ისევ აქვს, ოღონდ უფრო გაუარესებული. თავის ტკივილები აქვს, ძილის პრობლემა, ტრემორი, ხელ-ფეხის დაბუჟება, ოღონდ უფრო მძიმე ფორმით", - თქვა გიული ალასანიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system