თავში

ჯანო ბაგრატიონი გარდაიცვალა

ჯანო ბაგრატიონი გარდაიცვალა
ჯანო ბაგრატიონი გარდაიცვალა

83 წლის ასაკში გარდაიცვალა სპორტსმენი, პედაგოგი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი ჯანო ბაგრატიონი.

ჯანო ბაგრატიონი იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, მიღებული ჰქონდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი; იყო ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ორდენოსანი, ვახტან გორგასლის სახელობის ორდენის კავალერი.

ჯანო ბაგრატიონმა დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი; ასევე, საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი.

იყო ხელბურთელი, მწვრთნელი, თამაშობდა თბილისის „ბურევესტნიკში“; 1973-1984 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფიზაღზრდის კათედრის გამგედ; 1984-1987 წლებში თბილისის სპორტის კომიტეტის თავჯდომარე; 1987-1991 წლებში საქართველოს სახელმწიფო სპორტკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1991-1993 წლებში საქართველოს სპორტისა და ტურიზმის სამინისტროში მინისტრის მოადგილე; 1993-1996 წლებში საქართველოს სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1996-1998 წლებში საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი; 2004 წლიდან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი. გამოქვეყნებული აქვს 18 სამეცნიერო მეთოდური ნაშრომი და ერთი მონოგრაფია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system