თავში

ჯარი ყაზარმულ რეჟიმზე გადადის

ჯარი ყაზარმულ რეჟიმზე გადადის
ჯარი ყაზარმულ რეჟიმზე გადადის

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით, დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის.

ყაზარმული მდგომარეობის დროს იზღუდება ჯარისკაცების მიერ სამხედრო ბაზის ტერიტორიის დატოვება.

ყაზარმული მდგომარეობის დროს იზღუდება ჯარისკაცების მიერ სამხედრო ბაზის ტერიტორიის დატოვება. თავდაცვის მინისტრის ცნობით, ბაზებზე სამხედროები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველანაირი საჭიროებით.

აღნიშნულ მდგომარეობაზე გადასვლა მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების დაცვას.

12 მარტს გამოცემული ბრძანების მიხედვით, თავდაცვის უწყების თანამშრომლების ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. ამავე ბრძანების მიხედვით, სამსახურში გამოცხადება აეკრძალა გარკვეულ პირთა კატეგორიას.

"ვირუსის მაქსიმალური პრევენციის მიზნით, უწყების თითოეული თანამშრომელი ვალდებულია, შეავსოს სპეციალური კითხვარები. თვითიზოლაციაში მყოფი მოსამსახურეების მიერ შესაბამისი წესების დაცვის კონტროლს კი, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს. თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და საქართველოს მასშტაბით თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სადეზინფექციო სამუშაოები რეგულარულად ტარდება. უწყებაში საგანგებო თათბირები სამინისტროს მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით იმართება. სპეციალური ჯგუფების მიერ მოწმდება სამხედრო მოსამსახურეების ტემპერატურა. შენობებში ხელმისაწვდომია შესაბამისი სადეზინფექციო და ჰიგიენის საშუალებები", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system