თავში

ჯარიმები იზრდება - პარლამენტი ცვლილებებს დღეს განიხილავს

ჯარიმები იზრდება - პარლამენტი ცვლილებებს დღეს განიხილავს
ჯარიმები იზრდება - პარლამენტი ცვლილებებს დღეს განიხილავს

დღეს პარლამენტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს. 

საუბარია ადმინისტრაციული წესით დაკავებასა და სასამართლოში წარდგენის ვადებზე, რომელიც 12-დან 48 საათამდე იზრდება.

ასევე, გაზრდილია ჯარიმები სამართალდამცველების მიმართ დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის შემთხვევაში. ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს სახალხო დამცველის აპარატს. კანონპროექტის მომზადება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირდება.

ცვლილებებს დეპუტატები სესიაზე დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system