თავში

ტაქსის მძღოლებს ჯარიმები ჩამოეწერებათ  

ტაქსის მძღოლებს ჯარიმები ჩამოეწერებათ  
ტაქსის მძღოლებს ჯარიმები ჩამოეწერებათ  

ტაქსის მძღოლებს, რომლებიც გუშინ ახალი რეგულაციების ფარგლებში დაჯარიმდნენ, საურავი ჩამოეწერებათ.

ცნობილი ხდება, რომ პარლამენტი ერთჯერად ამნისტიის აქტს გამოსცემს, რის საფუძველზეც 1 ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები გათავისუფლდებიან 200-ლარიანი ჯარიმისგან. შესაბამისი კანონპროექტი მომავალ კვირაში დაინიცირდება.

„რეფორმა პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა. იმის გამო, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა არასწორი მოლოდინების გაჩენა შეძლეს და შეცდომაში შეიყვანეს ტაქსის მძღოლები 1-ელ ოქტომბერთან დაკავშირებით, მათ ეგონათ, რომ 1-ელ ოქტომბერს არ დაჯარიმდებოდნენ და ე.წ. საშეღავათო პერიოდი 1-ელ ოქტომბრამდე იყო. ამის გამო, ეს ადამიანები ქალაქში გამოვიდნენ და პატრულმა 200-ლარიანი ჯარიმებით დააჯარიმა. გადავწყვიტეთ, ამ გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად და ფინანსური ჯარიმის მოსახსნელად ქალაქის მერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და უმრავლესობასთან შეთანხმებით, დავაინიციროთ საკანონმდებლო ერთჯერადი აქტი, რომლის მიხედვითაც, ჯარიმები მოეხსნებათ ტაქსის იმ მძღოლებს, ვინც პირველ ოქტომბერს დაჯარიმდა“, – განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბრიდან ტაქსი A და B კატეგორიად დაიყო. B კატეგორიის მძღოლები ქუჩაში მგზავრებს ვეღარ აიყვანენ და ტაქსის ნიშნებიც არ ექნებათ. მძღოლების ნაწილი ახალი რეგულაციების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ, რის შემდეგაც მათ მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system