თავში

ჯარისკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა - თავდაცვის სამინისტროს განცხადება

ჯარისკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა - თავდაცვის სამინისტროს განცხადება
ჯარისკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა - თავდაცვის სამინისტროს განცხადება

სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს COVID-19 ბათუმში ყოფნის შემდეგ დაუდასტურდა. 

,,სამხედრო მოსამსახურე აჭარის რეგიონში დათხოვნის პერიოდში იმყოფებოდა, ხოლო ეპიდსაშიშ კერაში ყოფნის გამო, დადგენილი პროტოკოლით მისი გამოკვლევა სამხედრო ბაზაზე დაშვებამდე განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ მას სამხედრო ნაწილში მყოფ პირად შემადგენლობასთან კონტაქტი არ ჰქონია. შესაბამისად, ნაწილის ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ დამდგარა", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 2758-მდე გაიზარდა. 

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31-ით გაიზარდა და ჯამში 1412-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system