თავში

ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალება დიდი დანაკარგია ქვეყნისთვის - ღარიბაშვილი

ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალება დიდი დანაკარგია ქვეყნისთვის - ღარიბაშვილი
ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალება დიდი დანაკარგია ქვეყნისთვის - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელის, ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"დიდ გულისტკივილს გამოვთქვამ ცნობილი მომღერლისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო.

მრავალმხრივი ნიჭით გამორჩეულმა ყველასათვის საყვარელმა მომღერალმა და არტისტმა ჯემალ ჭკუასელმა მდიდარი შემოქმედება დაგვიტოვა მემკვიდრეობად. იგი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინების, დაცვისა და განვითარების საქმეს. ჯემალ ჭკუასელის ხელმძღვანელობით, ანსამბლმა „ერისიონმა“ მსოფლიოს გააცნო უნიკალური ქართული კულტურა და აღიარება მოუტანა ჩვენს ქვეყანას.

ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალება დიდი დანაკარგია ქვეყნისთვის. მთელი გულით თანავუგრძნობ განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ქართული ფოლკლორი", – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

86 წლის ასაკში ანსამბლ „ერისიონის“ მთავარი დირიჟორი, მომღერალი და ქორეოგრაფი ჯემალ ჭკუასელი გვიან ღამით გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system