თავში

ჯერ ჩაახრჩეს ადგილზე და შემდეგ გაატანეს წყლის ნაკადს - შაქარაშვილის ოჯახის ვერსია

ჯერ ჩაახრჩეს ადგილზე და შემდეგ გაატანეს წყლის ნაკადს - ოჯახის ვერსია
ჯერ ჩაახრჩეს ადგილზე და შემდეგ გაატანეს წყლის ნაკადს - შაქარაშვილის ოჯახის ვერსია

"ჩვენ გვაქვს ყველაზე სამწუხარო ინფორმაცია, რომ ნაცემი ბავშვი ჯერ ჩაახრჩეს ადგილზე, ძალადობის გამოყენებით და შემდეგ გაატანეს წყლის ნაკადს", - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა. მისი თქმით, მისი ოჯახის წევრს წყლის შიში ჰქონდა და თავად მდინარეში არ შევიდოდა. 

ოჯახის ვერსიით, ახალგაზრდა ფეხბურთელს მდინარის პირას სცემეს და შემდეგ გადააგდეს არაგვში. 

"თავად ვერ დაიხრჩობოდა, რადგან გიორგის პანიკური შიში ჰქონდა მინდარის და თუ სცემდნენ და დაანებებდნენ თავს, მას აღარც მადევარი ეყოლებოდა, აღარც თვითგადარჩენის შეგრძნება ექნებოდა და უბრალოდ ალოგიკურია, პანიკური შიშის მქონე ბავშვი, როგორ უნდა შესულიყო ამ დროს არაგვში", - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, -აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალურიპროკურატურა ავრცელებს.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გაგრძელდება.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესში დაიკითხნენ სპორტსმენებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა..

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system