თავში

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისის შემოგარენს წყალს ცისტერნებით მიაწვდის

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისის შემოგარენს წყა
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი თბილისის შემოგარენს წყალს ცისტერნებით მიაწვდის

27 ივლისს თბილისის შემოგარენს წყალმომარაგება შეუწყდება. 

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით ამის მიზეზი წავკისის რეზერვუარზე მიმდინარე აუცილებელი სამუშაოებია. 

"აუცილებელია წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ 27 ივლისის საღამოს 22:00 საათიდან 28 ივლისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: წყნეთს, ბეთიანიას, წავკისს, წავკისის ველს, ახალდაბას, ტაბახმელას, შინდისს, კოჯორს, კიკეთს, კვესეთს.

სამუშაოების მიმდინარეობისას ოქროყანის დასახლებაში წყალმომარაგება შეიზღუდება 27 ივლისის საღამოს 22:00 საათიდან 28 ივლისის საღამოს 22:00 საათამდე.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system