
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სააღდგომო წირვას სამების საკათედრო ტაძარში პრემიერ-მინისტრთან და დედაქალაქის მერთან ერთად დაესწრო. მან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მიულოცა.
სამების საკათედრო ტაძარში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.