თავში

"კაი ხნის უკან მოგკლავდი.." - კიდევ ერთი ჩანაწერი 27 წლის ყაზახი ქალის საქმიდან

"კაი ხნის უკან მოგკლავდი.." - კიდევ ერთი ჩანაწერი 27 წლის ყ
კაი ხნის უკან მოგკლავდი.. - კიდევ ერთი ჩანაწერი 27 წლის ყაზახი ქალის საქმიდან

საქართველოში გარდაცვლილი ყაზახი ქალის საქმეში კიდევ ერთი სატელეფონო ჩანაწერი არსებობს. 

ასელ აიტპაევასთან კონფლიქტს მის გაუპატიურებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული ბესო თორდუა თავადაც იწერდა.

ბესო თორდუას სინამდვილეში არც და ჰყავს და არც ძმა. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

"კიდევ ერთხელ გეუბნები, არ გამომიყვანო წყობილებიდან. გთხოვ უბრალოდ, არ გამომიყვანო წყობიდან. შენ ქალი ხარ, კაცი რომ ყოფილიყავი, უკვე კაი ხანია გაგისწორდებოდი. კაი ხნის უკან მოგკლავდი, მაგრამ შენ ქალი ხარ, ხელს ვერ ავწევ.

ყველაფერი ჩაწერილია, მე ძაღლებისთვის კი არ ვიწერ, მოწმეებისთვის ვიწერ. ხალხმა რომ გაიგოს, მე ის კაცი არ ვარ. მე ძმა ძაღლი მყავს. ის პროკურორია უფრო სწორედ. ის მეუბნება ძაღლი არ ვარ, პროკურორი ვარო, ერთი ყ..ეა. მე შენ ჩემი და განახე, ის დეპუტატია. რამდენჯერ უნდა განახო. ნაწილებად დაგგლეჯენ, ისე რომ წასვლას ვერ მოასწრებ თვითმფრინავამდე. მე რომ რამე დამემართოს, ისინი მოგ... პატრონს. ფეხის აწევას ვერ მოასწრებ, გაფრენაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი", - ამბობს ჩანაწერში ბრალდებული.

ცნობისთვის, გუშინ მედიაში გავრცელდა ბრალდებული ბესო თორდუას ჩვენება, რომელიც აცხადებდა,რომ ასელი დის ქმარმა გააუპატიურა თავად კი შვილივით ექცეოდა და ასელთან სექსუალური კავშირი  ქალის თანხმობით დაამყარა.

26 წლის ასელ აიტპაევა, მასზე ძალადობის შესახებ მეგობარს თვითმკვლელობამდე მისწერა.

გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლეს და სხეული ფანჯრიდან გადააგდეს.

შეგახსენებთ, 5 მაისს ახალგაზრდა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 26 წლის გოგო, რომელიც თბილისში გააუპატიურეს და მერვე სართულიდან გადახტა, ყაზახეთის მოქალაქე ასელ აიტპაევაა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, აპრილში საქართველოში სამუშაოდ ჩამოსული გოგოს მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობა.

2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ბ.თ. -მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ასელ აიპაევა გააუპატიურა. ბ.თ.-ს ქმედების შედეგად მძიმე ფსიქო-ტრამვულ მდგომარეობაში მყოფი ქალი მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შსს-მ 6 მაისს დააკავა ბრალდებული, 57 წლის ბესიკ თოდუა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ის გააუპატიურა. პროკურატურამ კი დაკავებულს ბრალი 7 მაისს წარუდგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system